| |||||
| |||||
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს მოხელეთათვის ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ
| |||||
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის, 28-ე მუხლის პირველი პუნქტის, „პროფესიული საჯარო მოხელის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №203 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, მე-5 მუხლის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის N473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოხელეთა შეფასების შედეგების გათვალისწინებით, მათი წახალისების მიზნით,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეებს მიეცეთ ფულადი ჯილდო, ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, თანდართული დანართის შესაბამისად. 2. სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ფულადი ჯილდოს გაცემა. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საფუძველი: მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას 2019 წლის 19 დეკემბრის N01-12980 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე |